ზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძეს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

1548148028
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
"მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს. ჩემი სიმართლე ის არის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც მოქმედებს ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად. ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
ცრუობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა. მაგდენი ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას. არავის სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს", - აღნიშნა ზურაბ დათუნაშვილმა.
კითხვაზე, რას მოჰყვა დაპირისიპირება, ზურაბ დათუნაშვილი ამბობს: "რაღაცას ვაპროტესტებდი და ალბათ პროტესტი არ მოეწონა".
ცნობისთვის, საუბარია ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის გეგა გეგეშიძისა და ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის ინციდენტზე.