ეროვნულ ლიგაში ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გასული წლის ჩემპიონმა „იბერია 1999-მა“ ზედიზედ ხუთი მარცხის (15.08 ქუთაისში „ტორპედოსთან“, 20.08 ბელოსტოკში „იაგელონიასთან“, თბილისში „იაგელონიასთან“, თბილისში „გაგრასთან“, სამტრედიაში „სამტრედიასთან) შემდეგ სახლში „სამგურალი“ შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
„იბერია 1999“ - „სამგურალი“ 2:1(1:0)
გოლები: 12' ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 33' ლევან გეგეჭკორი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 89' ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 2:1
ტყიბულში, აუტსაიდერების - „მეშახტის და „სპაერის„ - „ექვსქულიან“ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა
„მეშახტე“ - „სპაერი“ 2:2(2:2)
გოლები: 14' ირაკლი სიხარულიძე 1:0, 22' გიორგი ბურდული 2:0, 36' საბა გეგიაძე 2:1, 53' გიგა სამხარაძე 2:2
გორში „დილამ“ მინიმალური ანგარიშით „გაგრა“ დაამარცხა
„დილა“ - „გაგრა“ 1:0(0:0)
გოლი: 72' ლაშა მენთეშაშვილი
„ტორპედო“ ქუთაისი „დინამო“ თბილისს კვირას სახლში შეხვდება, პარასკევს კი „რუსთავი“ სახლში „დინამო „ბათუმთან“ დამარცხდა

მოამზადა რაულ კაპანაძემ




