ყაზახეთის ATP 250-ზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა.
მეოთხედფინალში გამარჯვებები მოიპოვეს და ნახევარფინალში ითამაშებენ რუსი დანილ მედვედევი (ამ მომენტისთვის მსოფლიოს N5 ჩოგანი), ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი (N20), ბერძენი სტეფანოს ციციპასი (N33), ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (N108).
დანილ მედვედევი — ტერენს ატმანე (საფრანგეთი, N89) 6:4, 6:4
ალექსანდრ ბუბლიკი — კასრენ ხაჩანოვი (N24) 4:6, 7:6(7:5), 7:6(7:5)
სტეფანოს ციციპასი — ჯეიმს დაკვორთი (ავსტრალია, N68) 6:3, 6:4
ნიკოლოზ ბასილაშვილი — ადრიან მანარინო (საფრანგეთი, N73)
ნახევარფინალში მედვედევი ბუბლიკს შეხვდება, ბასილაშვილი კი ციციპასს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




