ერთი, რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ თუ გვსურს პირველი ადგილის დაკავება დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ. თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი ყველა მატჩში გააზრებული, კარგი და შინაარსობრივი თამაშის ჩვენებაა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია და ეს ჩვენ ვნახეთ ოქტომბერში როცა დავმარცხდით. შეტევა ყოველთვის კარგია, თუმცა სხვა ფაქტორებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეტი აგრესია უნდა გამოვიჩინოთ და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დაცვაში წინა მატჩში დავუშვით.

დაცვის ხაზში არ გვყავს დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი და ტრავმირებული საბა გოგლიჩიძე, მაგრამ ამ ზონასაც შევავსებთ სხვა მოთამაშით. ერთი, რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ თუ გვსურს პირველი ადგილის დაკავება დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ. თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი ყველა მატჩში გააზრებული, კარგი და შინაარსობრივი თამაშის ჩვენებაა,"- განაცხადა ვილი სანიოლმა.

ერთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრების და უკრაინის შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.