მოგებული ფინალის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
"ადრე შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა."
ყველაზე რთული და დიდი განსხვავება ფეხბურთელობისას ისაა, რომ შენ მოქმედებ და მოედანზე, მწვრთნელს კი უფრო მეტი რაღაც სჭირდება, რადგან ხან გამოგდის, რასაც დაგეგმავ, ხან - არა. აღვნიშნავდი, რომ როგორც ფეხბურთელს, შეგიძლია, შედეგი მყისიერად შეაფასო, ხოლო მწვრთნელის რანგში ახარისხებ ყველაფერს და აკეთებ ანალიზს. დღეს ამ 3 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგი მოვიმკეთ."