ულან-ბატორში ძიუდოსტები გრანდ სლემზე მედლების მოპოვებისთვის იბრძვიან.
შეჯიბრების პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა პულის ფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაევთან იპონით წააგო. რეპეშაჟში სარდალაშვილი ტაივანელი იუნ ვეი იანთან შეხვედრაში, მეტოქის მიერ აკრძალული ილეთის გამოყენების გამო ცნეს გამარჯვებულად, დამარცხებულად, რეპეშაჟის ფინალში კი იგი მასპინზელ სუხბატ ბიამბასურენთან დამარცხდა ვაზარით.
66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა პულის ნახევარფინალში რუს რამაზან აბდულაევთან წააგო იპონით, თორნიკე გიგაურმა კი აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან.
ქალთა 48 კგ წონაში ჯულიეტა როდონაია პირველი წრეში იუკოთი დამარცხდა იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან.




