საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს „კრემონეზედან“ ამავე ლიგის „სალერნიტანში“ გადავიდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „სალერნიტანამ“ „კრემონეზედან“ იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით) ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი დაიმატა. ქართველმა ფეხბურთელმა 47-ნომრიანი მაისურა აირჩია და გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.