ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“, უეფას ერთა B ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველო უნგრეთს შეხვდა

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ შეძლეს უპირატესობის მოპოვება. მათ ანგარიშის გათანაბრების შანსიც მიეცათ, მაგრამ ბოლო მომენტში მასპინძლებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

მეორე ნახევარში ქულის გადარჩენის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და საქართველო ერთადერთი ქულით და არცერთი გატანილი გოლით  მყარად დამკვიდრდა ბოლო ადგილზე 

უნგრეთი - საქართველო 1:0(1:0)
გოლი: 35' მილოშ კერკეზი  

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი - საბა გოგლიჩიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოხოშვილი - ოთარ კაკაბაძე, ირაკლი ეგოიანი (46' გიორგი ქოჩორაშვილი), ოთარ კიტეიშვილი (50' ანზორ მექვაბიშვილი), გიორგი წიტაიშვილი (63' გიორგი კვერნაძე) - გიორგი ჩაკვეტაძე (76' ზურიკო დავითაშვილი) - გიორგი მიქაუტაძე (63' ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ამავე ჯგუფში სლოვაკეთში, „სიტი არენა ტრნავაზე“ უკრაინამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია 0:3(0:2)
გოლები: 9' სიარონ ბრაუნი 0:1, 22' ისაკ პრაისი 0:2, 61' სიარონ ბრაუნი 0:3

25.09 საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 0;1(0:0)
25.09 უნგრეთი - უკრაინა 0:1(0:0)

28.09 საქართველო - უკრაინა 0:0
28.09 ჩრდილოეთ ირლანდია - უნგრეთი 0:0

02.10 უნგრეთი - საქართველო 1:0(1:0)
02.09 უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია 0:3(0:2)



მოამზადა რაულ კაპანაძემ