უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გადასასვლელი პლეი-ოფის ბოლო ოთხი განმეორებითი თამაში დასრულდა.

ხვიცა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ პარიზში „მონაკოსთან“ ფრედ ითამაშა და მერვედფინალში გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,0) შეუცვლელად ითამაშა. მან 66-ე წუთზე გოლი გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „მონაკო“ 2:2(0:1) პირველი მატჩი 3:2
გოლები: 45' მაგნეს აკლუში 0:1, 60' მარკინოსი 1:1, 66' ხვიჩა კვარაცხელია 2:1, 90+1' ჯორდან ტეზე 2:2
გაძევება: 59' მამადუ კულიბალი („მონაკო“, მეორე ყვითელი)


„ატალანტა“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 4:1(2:0) პირველი მატჩი 0:2
გოლები: 5' ჯანლუკა სკამაკა 1:0, 45' დავიდე ზაპაკოსტა 2:0, 57' მარიო პასალიჩი 3:0, 75' კარიმ ადეიემი 3:1, 90+8' ლაზარ სამარჯიჩი, თერთმეტმეტრიანიდან 4:1
გაძევება: 90+8' რამი ბენსებაინი („ბორუსია“, მეორე ყვითელი)


„რეალი“ - „ბენფიკა“ 2:1(1:1) პირველი მატჩი 1:0
გოლები: 14' რაფა სილვა 0:1, 16' აურელიან ჩუამენი 1:1, 80' ვინისიუსი 2:1


ათი კაცით დარჩენილმა „იუვენტუსმა“ შეხვედრის 3:0 მოგება შეძლო და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ჯერ ვიქტორ ოსიმჰენმა, შემდეგ კი ბარის ალპერ ილმაზმა გაიტანეს და „გალათასარაი“ მერვედფინალში გავიდა.

„იუვენტუსი“ - „გალათასარაი“ დ.დ. 3:2(3:0,1:0) პირველი მატჩი 2:5
გოლები: 37' მანუელ ლოკატელი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 70' ფედერიკო გატი 2:0, 82' უესტონ მაკკენი 3:0, 106' ვიქტორ ოსიმჰენი 3:1
გაძევება: 48' ლოიდ კელი („იუვენტუსი“, წითელი ბარათი)


მერვედფინალურ წყვილებს გამოავლენს წილისყრა, რომელიც პარასკევს გაიმართება. 

მასალა განახლდა 02:37 საათზე.