ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯეპრას პიარ კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი წერს. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 და 19 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პორტოროზში სლოვენიის ტრანსპორტის ინჟინრების ასოციაციის (DIPS), მსოფლიო საგზაო ასოციაციისა (PIARC) და  ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ორგანიზებით, სატრანსპორტო და საგზაო სფეროს სპეციალიტების პროფესიული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა."