ეროვნულ ლიგაში მესამე წრის დასკვნითი ტურის ბოლო შეხვედრები მიმდინარეობს

ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლაზე ბათუმის „დინამოსთან“ წააგო და პრაქტიკულად დაკარგა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი.

„დინამო“ ბათუმი - „ტორპედო“ ქუთაისი 3:2(1:1)
გოლები: 23' კომნენ ანდრიჩი 0:1, 45+1 თორნიკე კირკიტაძე 1:1, 51' გურამ ჯაფარიძე 2:1, 77' დიეგო დეისაძე 2:2, 90+7' იმრან ულად-ომარი 3:2
გაძევება: 59' მატეო სტამატოვი („ტორპედო“, წითელი ბარათი)




მოამზადა რაულ კაპანაძემ