თორნიკე ოქრიაშვილის შესანიშნავი გოლით "კრასნოდარმა" "სევილია" დაამარცხა (ვიდეო)

1538729603
ევროპის ლიგის მე-2 ტურში, რუსულმა "კრასნოდარმა" ესპანური "სევილია" ქართველი ლეგიონერის, თორნიკე ოქრიაშვილის ფანტასტიური გოლის წყალობით დაამარცხა.
ქართველი შემტევი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა, შემოსვლიდან 4 წუთში, ოქრიაშვილმა სევილიელთა კარი მაკრატელათი აიღო და ევროპის ლიგის მეორე ტურის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.
ოქრიაშვილის თამაშმა, ამ მცირე დროში მაღალი შეფასებები მიიღო.
ორი ტურის შემდეგ "კრასნოდარს" 6 ქულა აქვს და J ჯგუფს ლიდერობს.