ტოკიოს გრანდ სლემზე დასრულდა ასპარეზობა კაცთა 100კგ წონით კატეგორიაში.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა ილია სალამანიძემ ფინალურ შეხვედრაში იაპონელ დოტა არაის სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში ასპარეზობდა ნიკა ხარაზიშვილი. მან პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ დოტა არაისთან განიცადა მარცხი.

100კგ
1. ილია სულამანიძე - საქართველო
2. დოტა არაი - იაპონია
3. მატვეი კანიკოვსკი - რუსეთი
3. რიოტარო მასუჩი - იაპონია


90 კგ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ჯაბნიაშვილმა. მან მედლისთვის ორთაბრძოლაში იტალიელი ტიზიანო ფალკონი დაამარცხა

90კგ
1. სანშირო მურაო - იაპონია
2. გოკი ტაჯიმა - იაპონია
3. გიორგი ჯაბნიაშვილი - საქართველო
3. კომეი კავაბატა - იაპონია

ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ფრანგი სარა-ლეონ სიზიკი დაამარცხა.

57კგ
1. აკარი ომორი - იაპონია
2. მომო ტამაოკი - იაპონია
3. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
3. მიო შირაკანე - იაპონია

დღეს ტატამზე გამოსული კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ირაკლი დემეტრაშვილი, რეპეშაჟის ნახევარფინალში იაპონელ კანტა ნაკანოსთან დამარცხდა და მე-7 ადგილზე გავიდა.

+100კგ
1. ვალერი ენდოვიცკი - რუსეთი
2. ჰიოგა ოტა - იაპონია
3. კანტა ნაკანო - იაპონია
3. ინალ ტასოევი - რუსეთი

ქალები

48კგ
1. ვაკანა კოგა - იაპონია
2. საჩიო იოშინო - იაპონია
3. მიზუკი ჰარადა - იაპონია
3. ლინ ჩენ-ჰაო - ტაივანი

52კგ
1. უტა აბე - იაპონია
2. ნანაკო ცუბონე - იაპონია
3. კოკორო ფუჯიშირო - იაპონია
3. არიან ტორი სოლერი - ესპანეთი

ტოკიოს გრანდ სლემზე დღემდე გამარჯვება მოპოვებული ჰქონდათ დავით ბოდაველს (86კგ, 1982), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81კგ, 2015) და ბექა ღვინიაშვილს (90კგ, 2019).

მასალა ბოლოს 14:29 საათზე განახლდა.