აბუ-დაბიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით დაშვებული რუსი ტიმურ არბუზოვი იყო.

შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა მოიგო და იგი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი.


ტატო გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი პირველი ქართველი ძიუდოისტია.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან წააგო.

1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
2. ტიმურ არბუზოვი (ნეიტრალური სტატუსი, რუსეთი)
3. სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი)
3. ჯონ ჰვან ლი (კორეა)
5. დიმიტრი გოჩილაიძე (საქართველო)

ოთხ წონით კატეგორიაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს 2 ოქროს (60კგ - გიორგი სარდალაშვილი, 81 კგ ტატო გრიგალაშვილი) და 1 ბრინჯაოს (66კგ ვაჟა მარგველაშვილი) მედალი აქვს