სერბეთში 23 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

დღეს ხალიჩებზე 57-65-70-70-97 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

57 კგ წონაში ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ ვასიფ ბაშიროვთან ნახევარფინალური შეხვედრა 2:6 დათმო.

79 კგ წონაში გიორგი გოგრიჭიანი ნახევარფინალში ასე აზერბაიჯანელთან, საბყჩი ამირასლანოვთან, 1:4  დამარცხდა.

 97 კგ წონაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა რუს მუჰამედ ხანიევთან 4:14 წააგო ნახევარფინალური შეხვედრა.

მერვედფინალში მოლდაველ გაიდარლისთან 0:10 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს გოგა ოთინაშვილი.

ასევე რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას საბა ღამბაშიძე. იგი მეოთხედფინალში ჯამბულატ ხიზინოვთან 0:4 დამარცხდა