ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში შვიდკაცა რაგბის „გამოწვევის მსოფლიო სერიის" მეორე ეტაპის გათამაშება გრძელდება.

მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მატჩში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა პაპუა-ახალი გვინეის ნაკრების 26:7 დაამარცხა და მეცხრე-მეათე ადგილისთვის იაპონიასთან ითამაშებს.

იაპონელებმა პირველ შეხვედრაში მექსიკას 44:0 მოუგეს.

„გამოწვევის მსოფლიო თასის" მეოთხედფინალური შეხვედრები ასე დასრულდა:

ჩილე - გერმანია 12:7
პორტუგალია - ურუგვაი 7:26
უგანდა - კენია 5:7
ჰონკონგი - ტონგა 26:7