ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა.
მეცხრე-მეათე ადგილისთვის მატჩი ქართველმა მორაგბეებმა იაპონია 17:12 დაამარცხეს.
„გამოწვევის მსოფლიო თასის" მესამე ეტაპის წინ, რომელიც მიუნხენში გაიმართება, საქართველოს 10 ქულა (6+4) აქვს.
მონტევიდეოს ეტაპზე ოთხი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ტონგა და პორტუგალია ითამაშებენ, მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის გერმანია და უგანდა, მესამე-მეოთხე ადგილისთვის ჩილე და კენია, ხოლო პირველი-მეორე ადგილისთვის ურუგვაი და ჰონკონგი.