ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში, სადაც ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა გამართა
საქართველოს ნაკრებმა ბოლო, მეხუთე ტურის შეხვედრაში ტაილანდი გაანადგურა და ისლანდიის და ახალი ზელანდიის მატჩის შედეგის მიუხედავად პირველი ადგილი და გაისად მე-2 დივიზიონის A თამაში გაინაღდა.
საქართველო - ტაილანდი 15:1 (5:0, 5:0, 5:1)
შაიბები: 04'25" კონსტანტინ გავრილენკო 1:0, 04'47" არტიომ კოზიულინი 2:0, 05'08" ივან კარელინი 3:0, 08'51' დანილ დავიდოვი 4:0, 09'56" არტიომ კოზიულინი 5:0, 20'57" ტიმურ ბეშაროვი 6:0, 27'16" მაკარ ნიკიშანინი 7:0, 32'07" დანილ დავიდოვი 8:0, 36'43" არტიომ კოზიულინი 9:0, 39'31" დანილ დავიდოვი 10:0. 41'47" ტიმურ ბეშაროვი 11:0, 44'47" 11:1, 49'27" დანილ დავიდოვი 12:1, 55'11" ალექსანდრ კირეევი 13:1, 55'39" ივან შვეცოვი 14:1, 56'40" ბორის კოჩკინი 15:1
საქართველომ 2022 წელს ასევე მოიპოვა A ჯგუფის საგზური, მომდევნო წელს მხოლოდ მასპინძლებთან, ესპანელებთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდს მოთამაშეთა მოქალაქეობასა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და 2024 წლისთვის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში დააბრუნეს.
მე-2 დივიზიონის A ჯგუფში ამჟამად ნიდერლანდები, სერბეთი, ბელგია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია თამაშობენ. სამი ტურის შემდეგ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველი ორიდან ერთ-ერთი 2026 წელს პირველ დივიზიონში იასპარეზებს, ბოლო ორიდან ერთ-ერთი კი მე-2 დივიზიონის B ჯგუფში დაქვეითდება. საქართველო მომდევნო სეზონზე დარჩენილ გუნდებთან, აგრეთვე პირველი დივიზიონიდან დაქვეითებულ ხორვატიასთან ერთად ითამაშებს A ჯგუფში.




