თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო შეხვედრა ფუტსალში ევროპის ზონის მეათე ჯგუფში.

საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები კოსოვოს ნაკრებს შეხვდა.


მატჩის პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი ჩიმაკაძის (მე-4 წუთი) და ლევან სვანიძის (მე-20 წუთი) გოლებით მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ჟეტონ რუკოვციმ ერთი გოლი გაქვითა 37-ე წუთზე კი დრილონ მაჰარაიმ ანგარიში გაათანაბრა ბოლო წუთზე კი მერგომ დერვიშაიმ საქართველოს ნაკრების კარში მესამეც გოლი გაიტანა და მასპინძლები უქულოდ დატოვა.

საქართველო - კოსოვო 2:3(2:0)
გოლები: 4' გიორგი ჩიმაკაძე 1:0, 20' ლევან სვანიძე 2:0, 33' ჟეტონ რუკოვცი 2:1, 37'  დრილონ მაჰარაი 2:2, 40' მერგომ დერვიშაი 2:3

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარები: ალი ასლანი, ბექა ტყემალაძე, ლუკა ხარშილაძე 

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძე. ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, ნიკოლოზ კურტანიძე, შოთა თოფურია

მეათე ჯგუფში საქართველოს და კოსოვოს ნაკრებ გუნდებთან ერთად იტალიის ნაკრები ასპარეზობს.

4 ოქტომბერი: საქართველო - კოსოვო (17:00)
20 ოქტომბერი: იტალია - საქართველო (20:30)
6 ნოემბერი: კოსოვო - იტალია (20:00)
10 ნოემბერი: იტალია - კოსოვო (20:00)
24 თებერვალი: კოსოვო - საქართველო (თარიღი დაზუსტდება)
2 მარტი: საქართველო - იტალია (თარიღი დაზუსტდება)

მოამზადა რაულ კაპანაძემ