ლატვიაში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველ ტურში მასპინძლებთან განცდილი მარცხის შემდეგ (ლატვია 4-0 საქართველო) დღეს ხორვატიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს და ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
საქართველო - ხორვატია 2:2(1:1)
გოლები: 5'43" ანტონიო სეკულიჩი, საკუთარ კარში, 1:0, 15'52" დუიე კუსტურა 1:1, 22'33" ლიმა 1:2, 34'13' ვახტანგ კეკელია2:2
25'22 წუთზე ხორვატთა მეკარე ანტე პიპლიკამ გიორგი ღავთაძის დარტყმული პენალტი მოიგერია, 38'31'' წუთზე კი ალი ასლანიმ ფრანკო ელოვჩიჩის დარტყმული პენალტი.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი დასახელდა. მან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი აშკარად უფრო უკეთ მოთამაშე ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელთა სახიფათო დარტყმებისგან.

საქართველოს და საფრანგეთის შეხვედრა 28 იანვარს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება.
B ჯგუფიდან პლეი-ოფში ამაში უკვე გაინაღდა სომხეთის ნაკრებმა.




