ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში, როგორ 2025 წელს, ჩვენი გუნდი კვლავ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ამჯერად 3:4 დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.