დასრულდა ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ძირითადი ეტაპის შეხვედრები  B ლიგის მეორე ჯგუფში.

სლოვაკეთში, „კოშიცეს საფეხბურთო არენაზე“, საქართველოს ნაკრებმა მეექვსე ტურის შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან გამართა და თავი ვერც ამჯერად ვერაფრით ვერ გამოიჩინა.

უკრაინელებმა შეხვედრის პირველივე წუთზე გამოიყენეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უხეში შეცდომები და გოლი გაიტანეს, შემდეგ კი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბოლო ადგილი მიუჩინეს.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი ერთადერთია ერთა ლიგაზე მოასპარეზე 54 ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელმაც ძირითადი ეტაპი უგოლოდ დაასრულა.

უკრაინა - საქართველო 12:0(1:0)
გოლი: 1' დანილო სიკანი

B ლიგაში დასარჩენად საქართველოს ბელარუსის, ესტონეთის, ფარერების, კვიპროსის გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევს პლეი-ოფში თამაში.

ჯგუფში პირველი ადგილი ჩრდილოეთ ირლანდიამ დაიკავა. მან ბოლო შეხვედრა უნგრეთში ფრედ ითამაშა.

უნგრეთი - ჩრდილოეთ ირლანდია 1:1(1:0)
გოლები: 35' ბარნაბას ვარგა 1:0, 65' ჯასტინ დევენი 1:1

II ჯგუფი
25.09 საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 0;1(0:0)
25.09 უნგრეთი - უკრაინა 0:1(0:0)

28.09 საქართველო - უკრაინა 0:0
28.09 ჩრდილოეთ ირლანდია - უნგრეთი 0:0

02.10 უნგრეთი - საქართველო 1:0(1:0)
02.09 უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია 0:3(0:2)

05.10 ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო 0:0 
05.10 უკრაინა - უნგრეთი 1:2(0:0)

05.10 ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო 0:0
05.10 უკრაინა — უნგრეთი 1:2(0:0)

17.11 უკრაინა საქართველო 1:0(1:0)
17.11 უნგრეთი - ჩრდილოეთ ირლანდია 1:1(1:0)



მოამზადა რაულ კაპანაძემ