უეფას ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ჩეხ თანატოლებთან 2:0 დათმო და ჯგუფში ჩარჩა. გიორგი ყიფიანის გუნდმა პირველი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა. ბურთი ჩოჩიშვილის კარში ჩეხთა კაპიტანმა, შაშინკამ გაიტანა.

მან თავი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს დაუხვედრა. მეორე ნახევარი, პირველისგან განსხვავებით, უფრო დაძაბული გამოდგა. მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ყიფიანის გუნდმა მეორე ბურთიც პირველის მსგავსად, კუთხურიდან გაუშვა. ჩეხები გოლს აღნიშნავდნენ, როდესაც შეხვედრის მთავარ არბიტრს ტრიბუნიდან ბლაგვი საგანი მოარტყეს თავში. ამის გამო მან თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

უსაფრთხოების მიზნით, მინდორი ჩეხ ფეხბურთელებსაც დაატოვებინეს. დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში თამაში შეწყვეტილო იყო, თუმცა მთავარმა არბიტრმა მისი გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. განახლებიდან მალევე, შეცვლაზე შემოსულმა არველაძემ ეფექტურად გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ქართველები დაწოლას აგრძელებდნენ, თუმცა სასურველ მიზანს ვერ უწიეს. ა ქვეჯგუფიდან ნახევაეფინალში თამაშის უფლება პორტუგალიამ და ჩეხეთმა მოიპოვეს. დანარჩენი ორის ვინაობა კი ცნობილი ხვალ გახდება.