საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ და ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ მორიგი შეხვედრები გამართეს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლითი შეხვედრა ჰავრში გამართა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,8) 71-ე წუთზე შეცვალეს.

„ლე ჰავრი“ - „პარი სენ_ჟერმენი“ 0:1(0:0)
გოლი: 37' ბრედლი ბარკოლა
79-ე წუთზე დეზირე დუეს დარტყმული თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა მეკარე მორი დიაუმ მოიგერია.




ასევე გასვლით შეხვედრა მოიგო და ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“

ზურიკო დავითაშვილი (flashscore - 6,4) მე-80 წუთზე შეცვალეს.

„პო“ - „სენტ-ეტიენი“ 0:3(0:1)
გოლები: 3' და 64' ლუკას სტასინი 0:1 და 0:2, 90+4' ჯოშუა დუფუსი