სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეცხრე ტურის შეხვედრები დასრულდა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეცხრე ტურში საბერძნეთის ნაკრებთან 2,0:2,0 ითამაშა (ნანა ძაგნიძე - მოგება, ნინო ბაციაშვილი - წაგება, ბელა ხოტენაშვილი - მოგება, მერი არაბიძე - წაგება).
საქართველოს კაცთა ნაკრებმა კოსტა-რიკის ნაკრებს სძლია (მიხეილ მჭედლიშვილი - ყაიმი, ნიკოლოზ კაჭარავა - ყაიმი, ბაადურ ჯობავა - წაგება, ლუკა პაიჭაძე - ყაიმი).
ცხრა ტურის შემდეგ ქალებს ცამეტი ქულა აქვთ, კაცებს კი თორმეტი.
ქალთა შორის ჩვიდმეტი ქულით ჩინეთი ლიდერობს, კაცებში კი 16 ქულით უზბეკეთი დაწინაურდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




