სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დასრულდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეათე ტურში ინგლისის ნაკრებთან 2,0 : 2,0 ითამაშა (ნანა ძაგნიძე - ყაიმი, ნინო ბაციაშვილი - ყაიმი, ბელა ხოტენაშვილი - ყაიმი, ლელა ჯავახიშვილი მოგება).

საქართველოს კაცთა ნაკრებმა ინდონეზიის ნაკრებს 3,5: 0,5 ნაკრებს სძლია (მიხეილ მჭედლიშვილი - ყაიმი, ნიკოლოზ კაჭარავა - მოგება, ლევან ფანცულაია - მოგება, ლუკა პაიჭაძე - მოგება).

ბოლო ტურის წინ ქალებს თხუთმეტი ქულა აქვთ, კაცებს კი თოთხმეტი. კაცებს საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი აღარ აქვთ, ქალები კი უმცირეს შანსს ინარჩუნებენ.

ქალთა შორის თვრამეტი ქულით ჩინეთი ლიდერობს, კაცებში ამდენივე ქულით წინ უზბეკეთია. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ