ეროვნულ ჩემპიონატში 26-ე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ამბროლაურში, „აგრანო ვაჩაძეზე“ „რუსთავმა“ „მეშახტე“ დაამარცხა და 46 ქულით კვლავ ერთპიროვნულად მოექცა სატურნირო ცხრილის სათავეში
„მეშახტე“ - „რუსთავი“ 0:1(0:1)
გოლი: 45' ლუკა პარკაძე
ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“, „ტორპედომ“ „სამგურალს“ სძლია.ქუთაისელთაგან გოლი და ორივე საგოლე გადაცემა გიორგი არაბიძემ მიითვალა.
„ტორპედო“ - „სამგურალი“ 3:2(2:1)
გოლები: 4' ირაკლი სირაძე 0:1, 25' გიორგი არაბიძე 1:1, 26' კომნენ ანდრიჩი 2:1, 66' ნოდარ ლომინაძე
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა.
„დინამო“ - „გაგრა“ (3:0)
გოლები: 3' ნიკა ნინუა 1:0, 35' და 45' გიორგი ხარაიშვილი 2:0 და 3:0, 64' ნუმან კურდიჩი 4;0
გაძევება: 63' აუგუსტო ხოსე სანტოს პორფირიო („გაგრა“, მეორე ყვითელი)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




