ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის. შეგახსენებთ, ეტლით მოფარიკავეებს, პარა ძიუდოს და პარა წოლჭიმს ჯერ ასპარეზობა არც დაუწყიათ.", ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა. გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. ამ სურათზე ისინი ერთად არიან, პარალიმპიელთა გაცილებაზე. ანა 19 წლის არის, გიგა - 33-ის და აქედანაც ჩანს პარალიმპიური მოძრაობის უნიკალურობა.
გიგაც და ანაც საქართველოს პარალიმპიური ოჯახის წევრები ტოკიო2020-ის მერე გახდნენ, ანუ ბოლო სამი წლის მანაძილზე დავისახეთ მიზნები და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ კომიტეტმა მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, რომ ჩვენი სამშობლო გვესახელებინა! და ეს შევძელით! ანამ, სპორტული ნიჭის გარდა, დახვეწილი მანერებით მოხიბლა აქ ყველა, მათ შორის, ჯეკი ჩანი; გიგა კი ბირთვის კვრაში მარტო პარიზი2024-ზე კი არა, პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველია!
სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა, ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი სიმართლის დაცვა და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქის და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაშიც იცავ! არავის აჩაგვრინებ და ერთობითა და სიმართლით იმარჯვებ უსამართლობაზე!
ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის. შეგახსენებთ, ეტლით მოფარიკავეებს, პარა ძიუდოს და პარა წოლჭიმს ჯერ ასპარეზობა არც დაუწყიათ.
ანა და გიგა, ჩვენი პარა ტაეკვონდოს და პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდები კი თბილისში 3 სექტემბერს საღამოს 21:50 საათზე დაბრუნდებიან.
დახვდი, საქართველო!"