საქართველოს ეროვნული ნაკრები პარა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა. 14 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი პარა ძიოუდოში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 პარა ათლეტით იქნება წარმოდგენილი:

J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):

გიორგი გამჯაშვილი -70 კგ.
გოგიტა ტერუნაშვილი -70 კგ.
საბა ბაღდავაძე -81 კგ.
მიშიკო შიობრიშვილი -81 კგ.
გიორგი ბერიძე -95 კგ.
რამინი ყიფშიძე +95 კგ.
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
ზურაბ ზურაბიანი -70 კგ.
ლევანი გუგავა -81 კგ.
ბაჩუკი შელია -81 კგ 
ზვიად გოგოჭური +95 კგ.
რევაზ ჩიკოიძე +95 კგ.
ქეთი გილიგაშვილი -60 კგ.
ინა ქალდანი +70 კგ.

ტრამვის გამო ნაკრებს მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ქალდანი დააკლდება, რომელიც გუნდს სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი (25-27 სექტემბერი) პირველად ისტორიაში  საქართველოში გაიმართება. 


14 და 15 აგვისტოს ასპარეზობა ინდივიდუალურ, ხოლო 16 აგვისტოს გუნდურ თანრიგში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტიტულის დაცვა მოუწევს. ნაკლების ჩვენება