ქუთაისის „ტორპედომ" ალბანეთში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის მეორე შეხვედრა გამართა.

ქუთაისში გამართული პირველი შეხვედრის ფრედ, 1:1 დასრულების შემდეგ მასპინძელთა მდგომარეობა უკეთესი ჩანდა, თუმცა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა უკვე მე-3 წუთზე ბორნ იონსონის მიერ გატანილი გოლით შეძლეს დაწინაურება და მათვიოს მისაღები ეს ანგარიში თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

ქუთაისის „ტორპედო" კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრეში გავიდა, სადაც კვიპროსის „ომონიას" შეხვდება. თამაშები 25 ივლისს კვიპროსში, 1 აგვისტოს კი ქუთაისში გაიმართება