ბათუმში წინასასეზონო შეკრებას გადის „ქუთაისი“.
გუნდს შეუერთდნენ საქართველოს ნაკრების წევრები მიხეილ ბერიშვილი და გიორგი კორსანტია. ასევე, კოტე ტუღუშის განკარგულებაში არიან ლეგიონერებიც: უაკანახაზელი დეტრიკ ბრაუნინგი და ფორვარდ/ცენტრი მარკუს გლისონი.
კოტე ტუღუში: გუნდი მშვენიერ პირობებში ემზადება. ვაქცევთ ყურადღებას როგორც ტაქტიკურ, ასევე ფიზიკურ ნიუანსებს. მივდივართ გეგმით და გვსურს, რომ სეზონის გახსნისთვის კარგ ფორმაში ვიყოთ. გუნდში მშვენიერი, მეგობრული ატმოსფეროა. მოსამზადებელი ეტაპის სტარტით კმაყოფილები ვართ.
გთავაზობთ ქუთაისის სრულ შემადგენლობას.
უკანა ხაზი (1-2): დაჩი ქავთარაძე (188), დავით ლომიძე (190) გიორგი ოჩხიკიძე (190), ლუკა გორგოძე (186), დეტრიკ ბრაუნინგი (185), თემურ დვალიშვილი (185).
ფორვარდები (3): ბაქარ ბერეკაშვილი (203), გიორგი ჭეიშვილი (193), მიხეილ ბერიშვილი (200), ნიკოლოზ სოსელია (202).
ცენტრები: აკაკი დვალიშვილი (208), გიორგი სულაბერიძე (204), გიორგი კორსანტია (205), მარკუს გილსონი (205).
ქუთაისის პრეს-ცენტრი.