ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.
ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნები ქალთა და კაცთა რვა-რვა წონით კატეგორიაში ეცილებოდნენ ერთმანეთს მედლებს.
სულ ჯამურად დაწესებული 144 დიდი და მცირე მედლიდან ქართველმა ძალოსნებმა 8 მედლის მოპოვება შეძლეს.
დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 88 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი ზურაბ მსხალაძე.
დიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა +86 წონითი კატეგორიის ძალოსანმა ანასტასია გოტფირდმა.
მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს:
გოდერძი ბერდელიძემ (60კგ, ატაცი);
ზურაბ მსხალაძემ (88კგ, აკვრა).
მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ანასტასია გოტფრიდი (+86კგ, ატაცი).
მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:
რამინ შამილიშვილი (60კგ, ატაცი);
არჩილ მალაყმაძე (79კგ, აკვრა);
მანუჩარ გოგოხია (88კგ, ატაცი).
ევროპის ჩემპიონატის 16 დიდი ოქროს მედლიდან სომხეთმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ორ-ორი ბულგარეთმა, თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, თითო-თითი კი უკრაინამ, ბელგიამ, ფინეთმა, იტალიამ და მოლდოვამ. ასევე თითო-თითო დიდი ოქრო მოიპოვეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის და ბელარუსის ძალოსნებმა.




