ქართველი მოფარიკავეები მორიგ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი პრაღაში 8-9 თებერვალს სენიორ კადეტთა შორის ხმლით ფარიკაობაში გაიმართება.

საქართველოს სახელით მონაწილეობას ორი სპორტსმენი - გიორგი ურუშაძე და კონსტანტინე ზუფფა მიიღებენ. სულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 139 მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას.