საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში, მკლავჭიდში ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატი დასრულდა.
ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელი კაცების მიერ მოპოვებულ ცამეტ მედალს ორი ჩვენმა მკლავჭიდელმა ქალებმა შემატეს და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა მკლავჭიდელი ერთმანეთს თერთმეტ წონით კატეგორიაში 55-60-65-70-75-80-85-90-100-110 +110 კგ ეჯიბრებოდნენ. მემარჯვენეებმა გამოსვლა ასეთი შედეგით დაასრულეს: ოქრო - ალექსი ზავრიშვილი, 65კგ ვერცხლი - გიორგი მებონია, 55კგ ბრინჯაო - ლევან პოღოსიანი, 60კგ მემარცხენეთა შორის მედლები მოიპოვეს: ოქრო შოთა ომარაშვილი, 55კგ ირაკლი ზირაქიშვილი, 75კგ ელჩინ ბინატოვი, 100კგ ვერცხლი გიორგი მებონია, 55კგ ლევან გაბრავა, 65კგ ზაზა ოქროცვარიძე, 75კგ ზურაბ თავბერიძე, 85კგ დავით არაბული, 110კგ ბრინჯაო გოჩა სიჭინავა, 70კგ ვახტანგ ბერიძე, 110კგ ჩვენი ქალებიდან ორივე ბრინჯაოს მედალი, მემარჯვენეებში და მემარცხენეებში, ბელა პლიევამ (55კგ) მოიპოვა