ინგლისის პრემიერლიგაში მეთორმეტე ტურის მორიგი შეხვედრა დასრულდა.
პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმა" გასვლაზე „საუთჰემპტონი" დაამარცხა და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტისთან", რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ქულათა სხვაობა რვამდე გაზარდა.
„საუთჰემპტონი" - „ლივერპული" 2;3(0:1)
გოლები: 30' დომინიკ სობოსლაი 0:1, 42' ადამ არმსტრონგი 1:1, 56' მათეუს ფერნანდესი 2:1, 65' მოჰამედ სალაჰი 2:2, 83' მოჰამედ სალაჰი, თერთმეტმეტრიანიდან 2:3
41-ე წუთზე ადამ არმსტრონგის დარტყმული თერთმეტმეტრიანი კევინ კელეჰერმა მოიგერია