დასრულდა კიდევ ერთი ჯგუფის მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე. მოხდა პირველი ხმაურიანი სენსაცია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ჯგუფში ჩარჩა. გერმანიამ ვერაფერი დაუპირისპირა სამხრეთ კორეის მწყობრ დაცვას და მატჩი წააგო. გერმანიამ გოლის გატანა ვერ შეძლო. მატჩის დამატებულ წუთზე კი კორეამ გოლი გაიტანა. გოლის ავტორი იონგ გვონ კიმი გახდა. მეექვსე დამატებულ წუთზე სონიმ გერმანიას მეორე გოლიც გაუტანა.
გერმანია ბურთს ფლობდა, მაგრამ 100 პროცენტიან საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. კორეა საკმაოდ კარგად თამაშობდა კონტრშეტევებზე, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ვერ თამაშობდნენ ზუსტად. მატჩის დამატებულ წუთებზე კი მათ მაინც გაიტანეს. პირველი გოლის შემდეგ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ მსაჯი შეცდა. საბოლოოდ მსაჯმა გამეორება თავად ნახა და გოლიც სამართლიანად ჩაითვალა. მეექვსე დამატებულ წუთზე, მატჩში საბოლოო წერტილი სამხრეთ კორეის ლიდერმა, ტოტენჰემის შემტევმა სონიმ გაიტანა.
პარალელურ მატჩში მექსიკა შვედეთთან დამარცხდა 0:3. შედეგად შვედეთი პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან. მექსიკამაც 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. გერმანიას 3 ქულა დარჩა. კორეამაც 3 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.