ნინო სამხარაძე პირველი ქართველი მოჭიდავე ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ, ნინო სამხარაძემ, რომელიც ბაქოში მიმდინარე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 69 კგ წონაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისღვის შეხვედრაში ყირგიზი მილანა ულანოვა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი მოჭიდავე ქართველი ქალი გახდა.

1/8 ფინალი ნინო სამხარაძე - ხუშლინ კაურ ჯჰალი (კანადა) 9:0
1/4 ფინალი ნინო სამხარაძე - კიმეთ რუმეისა თეზკანი (თურქეთი) 0:12
რეპეშაჟი ნინო სამხარაძე - კამილა რუძიანკოვა (ბელარუსი) 4:0
მე-3-მე-5 ადგილისთვის ნინო სამხარაძე - მილანა ულანოვა (ყირგიზეთი) 2:1

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ნინო სამხარაძის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი პირველი მედალია, რომელიც ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში უმედლოდ დარჩნენ, თავისუფალი სტილის 48-55-65-80-110 წონითი კატეგორიებიდან კი მედლისთვის ჭიდაობას ერთადერთი ქართველი მოჭიდავე მურთაზ ბაღდავაძე შემორჩა. ხვალ იგი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.  ხვალვე ასპარეზობაში ჩაებმებიან 48-51-60-71-92 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები.