პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტებმა მერვედფინალური შეხვედრები გამართეს.

მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანი ტატო გრიგალაშვილი მერვედფინალში ავსტრიელ ვაჰიდ ბორჩაშვილს შეხვდა და ვაზარით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან:
მათიას კასე (ბელგია) - ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
ანტონიო ესპოზიტო (იტალია) - ფრანსუა გოტიე დრაპო (კანადა)
ტატო გრიგალაშვილი (საქართველო - სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი/ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები

მეოთხე მეოთხედფინალური წყვილი კორეელ ჯონჰვან ლის და ისრაელელ საგი მუკის და ფრანგ ალფა უმარ ჯალოს და უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს შორის შეხვედრებში გაირკვევა.