ავსტრიის ბუნდესლიგაში, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ქართველ ლეგიონერთა გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში „შტურმმა" 7:0 სძლია „კლაგენფურტს" და მეორე ადგილზე მყოფ რაპირთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.
ოთარ კიტეიშვილი მინდორზე 62-ე წუთამდე იყო. მან ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. Flashscore-მ მისი თამაში 8,1-ით შეაფასა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ" სახლში „კადისთან" 0:0 ითამაშა.
გიორგი წიტაიშვილი მინდორზე 65-ე წუთზე შევიდა. მისი თამაში Flashscore-მ 7,1-ით შეაფასა.
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბუდუ ზივივაძის „კარლსრუემ".
შეხვედრაში „გროიტერ ფიურტი" დაწინაურდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ზივზივაზემ ანგარიში გაათანაბრა, 73'ე წუთზე კი მისი გადაცემის შემდეგ „კარლსრუ" დაწინაურდა და საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 3:2 მოიგო.
ბუდუ ზივზივაძის თამაში Flashscore-მ 7,8-ით შეაფასა. მას ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანილი და ისაკ ლიდერებთან („დარმშტადტი") ერთად უდგას სათავეში ბომბარდირთა სიას.