საფრანგეთში მეცის 250-იანი ტურნირი დაიწყო
მეცის 250-იანი ტურნირის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N35) მეტოქე იტალიელი ჯანლუკა მაგერი (N77) იყო. ქართველმა ჩოგბერთელმა შეხვედრა ორ სეტში მოიგო 6:3, 7:6(7:5) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა (N44) და მეცის ტურნირის სამგზის გამარჯვებულ, ფრანგ ჟილ სიმონის (N98) შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.