საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მემფისის ღია ტურნირის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 67-ე ადგილიდან ახლა 53-ე პოზიციას იკავებს.

ბასილაშვილმა, დღეს, გამთენიას, მემფისის ტურნირის ფინალი, ამერიკელ რაიან ჰარისონთან, ორ სეტში - 1:6, 4:6 დათმო და გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

ხვალიდან, ქართველი ჩოგბურთელი მორიგ ტურნირში ერთვება, სადაც მისი მოწინაღმდეგე, ATP რეიტინგში, 1024-ე ადგილზე მყოფი, ტომო ჰაასია და შესაბამისად, წყვილში უპირობო ლიდერი სწორედ ბასილაშვილია.

აღნიშნული ტურნირის შემდეგ, სავარაუდოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი უკვე ტოპ-50 ჩოგბურთელს შორის გადაინაცვლებს.