ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის F ჯგუფში მყოფი გუნდების მეორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა.

ნიდერლანდების და შვედეთის შეხვედრაში უპირატესობა ნიდერლანდელთა უპირატესობა აშკარა იყო. მათ მეტოქე დიდ ანგარიშით დაამარცხეს და  დიდი ალბათობით, ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდეს. შვედეთს კი პლეი-ოფში გადასასვლელად იაპონიასთან მოუწევს დიდი ბრძოლა.

ნიდერლანდები - შვედეთი 5:1(2:0)
გოლები: 5' და 17 ბრაიან ბრობი 1:0 და 2;0, 47' და 54' კოდი გაკპო 3;0 და 4:0, 59' ენტონი ელანგა 4:1, 89' კრესინსიო სამერვილი 5:1

ამავე ჯგუფში მყოფი იაპონიის და ტუნისის შეხვედრა მონტერეიში ხვალ დილით ადრე დაიწყება.