მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფის ლიდერებმა მეტოქეები დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის პირდაპირი მფლობელის ვინაობის გარკვევა ბოლო ტურისთვის გადადეს. პირველი ადგილის დასაკავებლად გერმანიას სლოვაკეთთან შეხვედრაში ფრეც ჰყოფნის.
სლოვაკეთი - ჩრდილოეთ ირლანდია 1:0(0:0)
გოლი: 90+1' ტომაშ ბობჩეკი
გაძევება: 90+9' დენიელ ბალარდი (ჩრდილოეთ ირლანდია, მეორე ყვითელი)
ლუქსემბურგი - გერმანია 0:2(0:0)
გოლები: 49' და 69' ნიკ ვოლტემადე
დარჩენილი შეხვედრები:
17.11 გერმანია - სლოვაკეთი
17.11 ჩრდილოეთ ირლანდია - ლუქსემბურგი
G ჯგუფში პოლონეთმა ვერ შეძლო ნიდერლანდების დამარცხება და პრაქტიკულად დაკარგა მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ საგზურის მოპოვების შანსი.
პოლონეთი - ნიდერლანდები 1:1(1:0)
გოლები: 43' იაკუბ კამინსკი 1:0, 47' მემფის დეპაი
ფინეთი - მალტა 0:1(0:0)
გოლი: 81' ჯეიკ გრეჩი
დარჩენილი შეხვედრები:
17.11 ნიდერლანდები - ლიეტუვა
17.11 მალტა - პოლონეთი
L ჯგუფში ხორვატიამ ფარერები დაამარცხა და მას პლეიოფში მოხვედრის, ჩეხეთს კი პირველ ადგილზე გასვლის უმცირესი შანსი დააკარგვინა.
ხორვატია - ფარერები 3:1(1:1)
გოლები: 16' გეზა დავიდ ტური 0:1, 23' იოშკო გვარდიოლი 1:1, 57' პეტარ მუსა 2:1, 70' ნიკოლა ვლასიჩი 3:1
გიბრალტარი - მონტენეგრო 1:2(1:2)
გოლები: 20' ლიამ ჯესოპი 1:0, 33' ვასილი აჯიჩი 1:1, 42' ნიკოლა კრსტოვიჩი, ერთმეტმეტრიანიდან 1:2
დარჩენილი შეხვედრები:
17.11 მონტენეგრო - ხორვატია
17.11 ჩეხეთი - გიბრალტარი
მასალა ბოლოს შეივსო და უეფას მიერ მომზადებული ვიდეოები მიება 03:44 საათზე.




