დალასში, "დალას სტედიუმზე", 23-ე მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში.
შეხვედრის პირველ ნახევარში ნიდერლანდებს მნიშვნელოვანი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. თუმცა, უპირატესობა მხოლოდ ტერიტორიული იყო და საქმე საგოლე მომენტამდეც კი არ მისულა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან ექვსი წუთი იყო გასული, როცა ნიდერლანდელთა მიერ საჯარიმოს ცენტრში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ვირჯილ ვან დეიკმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლიდან ექვს წუთში კეიტო ნაკამურამ წონასწორობა აღადგინა, 64-ე წუთზე კი კრისენსიო სამერვილმა დააწინაურა „ნარინჯისფერები“.
73-ე წუთზე კოდი გაკპოს შეეძლო თამაშიოს ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ იაპონელები მეკარემ იხსნა.
მიმდინარეობდა შეხვედრის 89-ე წუთი, როდესაც იაპონელებმა მეორედ შეზლეს ანგარიშის გათანაბრება. ამჯერად თავი დაიტი კამადამ გამოიჩინა.
ნიდერლანდები - იაპონია 2:2(0:0)
გოლები: 51' ვირჯილ ვან დეიკი 1:0, 57' კეიტო ნაკამურა 1:1, 64' კრისენსიო სამერვილი 2:1, 89' დაიტი კამადა 2:2
ამავე ჯგუფში მოასპარეზე შვედეთის და ტუნისის ნაკრები გუნდები რამდენიმე სათის შემდეგ „მონტერეი სტედიუმზე“ გავლენ სათამაშოდ.




