იტალიის სერია A-ში მეექვსე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი" სახლში „მონცას" შეხვდა.
მასპინძელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო და მათი გამარჯვება ერთი წუთითაც კი არ დამდგარა ეჭვქვეშ. ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore-ს შეფასება ) „მონცას" კარი 33-ე წუთზე აიღო. მიმდინარე ჩემპიონატში ეს მისი მესამე გოლია.
„ნაპოლი" - „მონცა" (2:0)
გოლები: 22' მატეო პოლიტანო 1:0, 33' ხვიჩა კვარაცხელია 2:0
საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის" მატჩი „ფიორენტინასთან 0:0 დასრულდა. გოგლიჩიძემ პირველი წუთიდან ბოლომდე ითამაშა, საბა საზონოვი განაცხადში არ იყო.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
„ტორინო" - „ლაციო" 2:3(0:1)
გოლები: 8' მატეო გენდუზი 0:1, 60' ბულაიე დია 2:0, 67' ჩე ადამსი 1:2, 89' ტიჯანი ნოსლინი 1:3, 90+2' საულ კოკო 2:3
„რომა" - „ვენეცია" 2:1(0:1)
გოლები: 44' იოელ პოჰიანპალო 0:1, 74' ბრაიან კრისტანტე 1:1, 83' ნიკოლო პისილი 2:1
„კომო" - „ვერონა" 3:2(1:0)
გოლები: 43' პატრიკ კუტრონე 1:0, 53' დარკო ლაზოვიჩი 1:1, 72' პატრიკ კუტრონე 2:0, 89' ანდრეა ბელოტი 3:1, 90+4' მათის ლამბურდი 3:2
გაძევება: 64' ტომაშ სუსლოვი („ვერონა", მეორე ყვითელი)