მალტაში მიმდინარე წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B დივიზიონის გუნდებს შორის, მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.
ავსტრალიის და გერმანიის შეხვედრა გერმანელებმა 14:11 მოიგეს და ნახევარფინალში საქართველოს შეხვდებიან.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთი (მან ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსეთს 14:13 სძლია) და მონტენეგრო (მან რუმინეთი 14:8 დაამარცხა) შეხვდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ორ საგზურს ფინალში გასული გუნდები მიიღებენ, ფინალში გამარჯვებული ასევე მოიპოვებს A დივიზიონში თამაშის უფლებას.




