მალტაში მიმდინარე წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B დივიზიონის გუნდებს შორის, მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო. 

თურქეთის ნაკრებთან მერვედფინალში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს მეოთხედფინალში უკრაინა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველო - უკრაინა 20:9 (3:2, 5:4, 5:1,7:2)

ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ავსტრალიას და გერმანიას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ორ საგზურს ფინალში გასული გუნდები მიიღებენ, ფინალში გამარჯვებული ასევე A დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.