განცხადება ჩილეს და საქართველოს შორის ერთა თასის მატჩთან დაკავშირებით

მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის ფედერაცია ადასტურებენ, რომ ჩილესა და საქართველოს შორის ერთა თასის მატჩი, რომელიც თავდაპირველად შაბათს, 18 ივლისს, ლა-სერენაში უნდა გამართულიყო, კოკიმბოს რეგიონში მოსალოდნელი არასასურველი ამინდის გამო სანტიაგოში გადაიტანეს.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ლა-სერენას მუნიციპალიტეტის მიერ მოახლოებული შტორმის გამო განგაშის წითელი დონის გამოცხადებას.

ამინდის მდგომარეობის ფრთხილად შეფასებისა და შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ჩილეს რაგბის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მატჩი სანტიაგოში, CARR Mahuida სტადიონზე გაიმართება და მისი დაწყება ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.

"მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, მსაჯების, პერსონალისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. რეგიონში პროგნოზირებული ამინდის პირობების გათვალისწინებით, მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება". გვესმის, რომ ეს იმედგაცრუება იქნება მატჩზე დასწრების მსურველი გულშემატკივრებისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ორგანიზატორები განიხილავენ ვარიანტებს, რათა გულშემატკივრებს მატჩის ნახვის შესაძლებლობა მივცეთ ჩილეში Disney+-ის, სხვაგან კი ადგილობრივი ეროვნული სატელევიზიო არხების და RugbyPass TV-ის საშუალებით.

"მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის ფედერაცია გააგრძელებენ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ყველა ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღება ყველა მონაწილის უსაფრთხოების გათვალისწინებით" - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.