დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის ევროპის ჯგუფური ტურნირის მესამე ტურის შეხვედრები A ჯგუფში.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიაში მასპინძლებს სძლია და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დანია - საქართველო 71:89 (12:12, 20:27, 15:38, 24:12)


ამავე ჯგუფში ესპანეთმა ლატვიაში უკრაინასთან გაიმარჯვა.

უკრაინა - ესპანეთი 66:86 (21:17, 12:15, 14:33, 19:21)



B ჯგუფში, სადაც A ჯგუფიდან გასული სამი გუნდთან დასკვნით ეტაპზე მოასპარეზე სამი მეტოქე უნდა გამოვლინდეს, მონტენეგრომ საბერძნეთში გაიმარჯვა.

საბერძნეთი - მონტენეგრო 65:67 (17:19, 21:21, 14:15, 13:12)


პორტუგალიამ  სახლში რუმინეთი დაამარცხა.

პორტუგალია - რუმინეთი 99:82 (25:12, 29:34, 21:15, 24:21)



მასალა ბოლოს 02:24 საათზე განახლდა.