ლატვიაში დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურის შეხვედრა A ჯგუფში მყოფ უკრაინას და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის

უკრაინელმა კალათბურთელებმა შეხვედრა მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

უკრაინა - საქართველო 95:76 (30:27, 19:14, 26:19, 20:16)

საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მონაწილეობა განაღდებული აქვს, თუმცა, ფინალში მას უკეთეს შემთხვევაში (ესპანეთთან თბილისში გამარჯვების შემთხვევაში) მხოლოდ ერთი ქულა ექნება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლას და მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზურიდან ერთ-ერთის მოპოვებას.